ბოლნისში ჩადენილი ქურდობის ფაქტები გახსნილია

პოლიციამ ბოლნისში ჩადენილი ქურდობის ფაქტები გახსნა – დაკავებულია ერთი პირი. ის წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა თებერვალსა და მარტში, ბოლნისში 3 საცხოვრებელი სახლიდან სამკაულები და თანხა მოიპარა. ჩხრეკა მის საცხოვრებელ სახლში 2 აპრილს ჩატარდა, რომელსაც მისი ოჯახის წევრიც ესწრებოდა.

გამოკითხვის დროს დაკავებულის დედამ განაცხადა, რომ ამოღებული ნივთები მისი საკუთრებაა. გამოძიების ფარგლებში, პოლიციის მიერ ამოღებულ სამკაულებზე ჩატარდა ამოცნობები და სამივე დაზარალებულმა მათი კუთვნილი ნივთები ამოიცნო. გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, მიმდინარეობს.