დაკავება ქრთამის აღების ბრალდებით

დაკავება ქრთამის აღების ბრალდებით. ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურმა,  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც  სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ სატენდერო კომისიის აპარატის წევრი იყო, ერთ-ერთ მეწარმეს  სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების  ხელშეწყობის მიზნით, ქრთამის სახით, ჯამში –  2 500 ლარი მოსთხოვა. აქედან,  1 000 ლარი ბრალდებულმა მეწარმეს წინასწარ გამოართვა.

სასჯელი ითვალისწინებს  თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.