დაკავება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით

პოლიციელზე ჯგუფური წინააღმდეგობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 17 აპრილს, ხაიშში სამართალდარღვევის ფაქტზე რეაგირების დროს, პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაშავდა ერთი პოლიციელი, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების გაეწია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პოლიციამ ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ხაიშში დააკავა. გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დაკავების მიზნით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოამბე