სამართალდამცავებმა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული გ.მ. ვანში დააკავეს. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 მარტს ვანის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი გეგმავდა სუიციდს. ადგილზე მისულ თანამშრომლებს სანადირო თოფით შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა და დაიჭრა ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი. დაჭრილ პოლიციელს დახმარება კლინიკაში აღმოუჩინეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს.