პოლიციელზე თავდასხმისთვის ძებნილი დააკავეს

15:11, 12.01.2020

პოლიციელზე და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ძებნილი 35 წლის მამაკაცი დაკავებულია. ის წარსულში მრავალჯერ არის ნასამართლევი. გამოძიების ინფორმაციით,  გასული წლის 24 ნოემბერს, სამართალდამცველებმა, ნარკოტიკის შესახებ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმება სცადეს და დაკავებულის მანქანასთან მივიდნენ, რომელიც ერთ-ერთ ბეზინგასამართ სადგურთან იყო გაჩერებული. პოლიციის გამოჩენისთანავე, მან ავტომობილის კარი ჩაკეტა და გაქცევის მიზნით, მიზანმიმართულად მანქანებს შეეჯახა. დააზიანა მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანები, გაქცევა მოახერხა და მიიმალა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი