პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება

სენაკში პოლიციელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა დღეს ქალაქის ცენტრში მოხდა. სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი პირები უკვე დააკავეს. უფლებადამცველის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები, ბრალდებას კატეგორიულად არ ეთანხმებიან. გავრცელებული ცნობით, ფიზიკურ დაპირისპირებას წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353- ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე, პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე თავდასხმას გულისხმობს.