დაკავება ორსული მეუღლის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის

ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორსული მეუღლის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.

1991 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი, რუსთავში აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული 9 თვის ორსულ მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა. დაკავებულმა მსგავსი ქმედება გასულ წელსაც ჩაიდინა, რის გამოც პოლიციამ მის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოწერა.

ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარეობს გამოძიება.