განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სამართალდამცველებმა 1964 წელს დაბადებული პირი აიყვანეს.
დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 35 აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგნელებმა. უწყების ცნობით, შესაბამისი ექსპერტიზა უკვე დანიშნულია.
ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეზე გამოძიება გრძელდება.