შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა. ისინი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით აიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ერთ კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინის” შემცველი ნივთიერება ამოიღეს. აღნიშნული პირი ბრაზილიის მოქალაქეა და ადვოკატის განცხადებით, დუმილის უფლებას იყენებს. ნარკოტიკული საშუალებებია ამოღებული ასევე სხვა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას. ერთ-ერთი დაკავებული ამბობს, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს სხვა ორ დაკავებულთან. ის ამერიკის მოქალაქეა, მესამე დაკავებული კი უკრაინის მოქალაქე. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.