პოლიციამ მარნეულში მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გამოძიება მას განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. დაკავებული 2000 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირია. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 3 ივლისს, მარნეულში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით ჭრილობები მიაყენა 1976 წელს დაბადებულ მამაკაცს.
მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია იარაღი.