29 სექტემბერს მარნეულში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რა დროსაც ჟურნალისტებიც დაშავდნენ, სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლაშა ქველაძე, სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით აიყვანეს. ქველაძის დაკავების ფაქტს მისი ადვოკატიც ადასტურებს. უფლებადამცველი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოკითხვაზე იყო დაბარებული, რის შემდეგაც ის დააკავეს. ადვოკატი ახლა საქმის მასალების გადაცემას ელოდება.
ბოლნისსა და მარნეულში მომხდარი დაპირიპირების ფაქტებთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული. ამ თემაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი იმართება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და მარნეულში ძალადობის ფაქტებზე ოთხი პირი დააკავეს