დაკავება ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე. კანონდარღვევა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ პირთა ჯგუფს დიდი ოდენობით შემოსავლის უკანონოდ მიღების მიზნით, ქალაქებში თბილისში, ბათუმსა და სენაკში, ხალხმრავალ ადგილებში – ბაზრობების მიმდებარე ტერიტორიებზე, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნებართვის გარეშე აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი აპარატები ჰქონდათ განთავსებული.
დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.