დაკავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1963 წელს დაბადებული პირი  დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, 1987 წელს დაბადებულ პირს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და დაზიანება მიაყენა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია იარაღი. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.