დაკავება მკვლელობის ფაქტზე

პოლიციამ 20 წლის წინ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, მსჯავრდებულმა 2002 წლის 4 სექტემბერს ჭიათურაში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერთან, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მამაკაცს სხეულზე ხუთი ჭრილობა მიაყენა, ხოლო მისმა თანმხლებმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა მეორე მამაკაცი. ორივე პირი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაკავებული უკვე გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.