დაკავება ინტერნეტით ნარკორეალიზების ბრალდებით

შსს-მ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტზე, შვიდი პირი დააკავა. მათ შორის ოთხი ერთი ოჯახის წევრია. როგორც ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, პოლიციამ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის კიდევ ერთი მასშტაბური სქემა გამოავლინა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის პასუხისგებაში მისცა 676 პირი.

მოამბე