დაკავება იარაღის შემოტანის, უკანონო ტარებისა და გადაზიდვის ბრალდებით
სამართალდამცველებმა სომხეთის მოქალაქე, 1977 წელს დაბადებული პირი საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით ცეცხლსასროლი იარაღის შემოტანის, უკანონო ტარებისა და გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მაკაროვის სისტემის პისტოლეტი და სამი ვაზნა, საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტი „გეგუთის“ გავლით, სომხეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.