შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 25 წლის ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა ის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 24-ე კილომეტრზე, ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავეს.
პოლიციამ, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, დამალული იარაღი, ერთი მჭიდი, 42 საბრძოლო ვაზნა და „ეკოლის“ მოდელის ხმოვანი პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.