ერთი პირია დაკავებული სოფელ გაჩიანში სამი პირის დაჭრის ფაქტზე. მასთან ერთად, პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, კიდევ ორი პირია აყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებისას, 3 მამაკაცი ნაგანის სისტემის პისტოლეტიდან დაჭრეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით არის ამოღებული. შეგახსენებთ, რომ შემთხვევა წუხელ გაჩიანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ინცინდენტის ადგილას უცხო ადამიანები ნარკოტიკებით ვაჭრობენ. მოსახლეობა ვარაუდობს, რომ შესაძლოა ჩხუბი სწორედ ამ მიზეზით დაიწყო. დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურია.