პოლიცია 29 წლის მამაკაცს დედის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. სამართალდამცველებმა ის მარტვილში აიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა დედა ცეცხლსასროლი იარაღით, მუცლის არეში დაჭრა და მიიმალა.
ქალი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ახალგაზრდა მამაკაცი მომხდარიდან მალევე აიყვანეს. ის დანაშაულს აღიარებს. მის მიმართ წარდგენილი ბრალი 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.