ბინის ქურდობის ხუთი ფაქტი გახსნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
დანაშაული ბოლნისში მოხდა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი. 25 წლის ახალგაზრდა წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში, ბოლნისში ხუთ ბინაში უკანონოდ შეაღწია და ოქროსა და ვერცხლის სამკაულები მოიპარა. ნაქურდალი ძვირფასეულობის საერთო ღირებულება 18 000 ლარს შეადგენს. პოლიციამ მოპარული ძვირფასეულობის დიდი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.