ანაკლიაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა რეალიზაციის ფაქტზე ირანის სამი მოქალაქე დააკავეს.
ორი დღის განმავლობაში ეს უკვე მეორე დაკავების ოპერაციაა, რომელიც სამართალდამცველებმა ანაკლიის ფესტივალის მიმდინარეობისას ჩაატარეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დაკავებულებისგან სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები იმ დროს ამოიღეს, როდესაც ისინი ნარკოტიკებს მუსიკალური ფესტივალის დროს ასაღებდნენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ამავე ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს, მათ შორის ორი ირანის მოქალაქეა. დაკავებას კი წინ უძღოდა ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალება, რომელმაც წინასწარი ინფორმაციით, ორი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება მიიღო.