აზერბაიჯანში დააკავეს ირანელი მამაკაცი, რომელიც ისრაელის საელჩოს აფეთქებას გეგმავდა. ისრაელის დიპლომატიური წარმომადგენლობის წინააღმდეგ ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი ირანელი აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, რომელიც საელჩოში შესვლას იარაღით ცდილობდა. აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის მიერ მ.ჰ.ჰუსეინზადეს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი ბაქოს საბაილის რაიონულ სასამართლოში განიხილეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მ.ხ. ჰუსეინზადეს აღკვეთის ღონისძიების სახით 4 თვით პატიმრობა შეეფარდა.