საქართველოს პრეზიდენტმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და ქვეყნის ერთგული სამსახურისათვის ფშავის მკვიდრი, ვასილ ნაყეური ღირსების მედლით დააჯილდოვა. ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა. ვასილ ნაყეური არხოტში ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციის პროექტში მონაწილეობდა, რომელმაც მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების ჯილდო „ევროპა ნოსტრა“ 2024 წლის 30 მაისს მოიპოვა. ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციაზე, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, საქართველოში 420 000 ლარი დაიხარჯა, საიდანაც, დაახლოებით 90 000 ლარი პროექტში ჩართულ ადგილობრივ თემს მოხმარდა.