სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ეროვნული პრემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის გამარჯვებულები დააჯილდოვა. 2021 წელს საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭათ: თედო გორგოძეს, ნოდარ ხორბალაძეს, რამაზ ქაცარავას, დავით ტუღუშს და ვახტანგ ბერიძეს სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისათვის. შოთა რუსთაველის სახელობის პრემიით კი დაჯილდოვდნენ: მაყვალა გონაშვილი, ვახტანგ კახიძე, ომარ ნაფეტვარიძე და გიორგი ჯაფარიძე არქიტექტურული ნაწარმოებისთვის „ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი“, რაულ ჩილაჩავა – ლექსების კრებულისათვის – „ბედის ფორმულა“, შვიდწიგნეული.