თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა კინოთეატრ „ამირანში“. ფესტივალის მთავარი ჯილდო – „ოქროს პრომეთე“ ეროვნულ კონკურსში გამარჯვებულ ფილმებს გადაეცა.
საუკეთესო მხატვრული ფილმი გახდა დიტო ცინცაძის „ჩაისუნთქე, ამოისუნთქე“; საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – მარი გულბიანის „სანამ მამა დაბრუნდება“;
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – გიორგი სიხარულიძის „მამული“.
საუკეთესო დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები საქართველოს პირველმა არხმა დააჯლდოვა, რომელიც საერთაშორისო კინოფესტივალის პარტნიორია. გამარჯვებულ რეჟისორებს ჯილდო არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ გადასცა.