პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის, „სუფთა რეგიონი“ დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
2019 წელს კონკურსის ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ 8 ნომინაციაში გამარჯვებული გამოავლინა. ნომინაციაში „სუფთა რეგიონი“ კახეთმა გაიმარჯვა. ორ ნომინაციაში, „სუფთა მუნიციპალიტეტი“ და „სუფთა ქალაქი“ საუკეთესო ზუგდიდი გახდა. ღონისძიება საქართველოს მწვანეთა მოძრაობის „დედამიწის მეგობრები – საქართველოს“ ორგანიზებით და თბილისის საკრებულოსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მეოთხედ ჩატარდა.