დაჯილდოება წინანდალში

საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსის დაჯილდოება გაიმართა წინანდალში. გამარჯვებულ კომპანიებსა და მცირე მარნებს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს დიპლომები გადაეცათ.

გამოვლინდნენ ქვეყნის დამსახურებული მეღვინეებიც. ასოციაცია „ქართული ღვინოს“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი დეკემბერში თბილისში გაიმართა.

წარმოდგენილი 87 კომპანიის 200-მდე ნიმუშიდან, გამარჯვებული უცხოელი და ქართველი ღვინის ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა.