დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერები აცხადებენ, რომ სამშვიდობო ზავის პირობებს დათანხმდნენ. საუბარია ზავის იმ პირობებზე, რომელიც შუამავლებმა – კატარმა და ეგვიპტემ წარადგინეს. ჯერ დეტალები უცნობია, მათ შორის ის, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ზავი. არც ის არის გარკვეული, რა ბედი ელით მძევლებს. „ჰამასში“ აცხადებენ, რომ ახლა ბურთი ისრაელის მოედანზეა. ამასთან, ღაზის სექტორში მოქალაქეები „ჰამასის“ გადაწყვეტილებას აღნიშნავენ.