დაგროვებითი პენსიის საკომუნიკაციო კამპანია რეგიონული შეხვედრებით დაიწყება. დეკემბრის პირველ კვირაში, საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლები, რეგიონულ ცენტრებში სპეციალურ საინფორმაციო შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციების და რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან გამართავენ.
შეხვედრის ძირითადი მიზანი, საპენსიო რეფორმის მნიშვნელობისა და დაგროვებითი საპენსიო რეფორმის მახასიათებლების ადგილობრივი აუდიტორიისთვის წარდგენა და რეფორმის ფართო აუდიტორიიისთვის გაცნობაა.