დაღუპული სამხედროების დედებს 3 მარტი მიულოცეს

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაღუპული სამხედროების დედებს სამხედრო მოსამსახურეებმა 3 მარტი მიულოცეს. ისინი დაღუპული სამხედროების ოჯახებს საქართველოს მასშტაბით, ყველა ქალაქსა და სოფელში ესტუმრნენ. მათ გმირების მშობლებს თაიგულები და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მისალოცი ბარათები გადასცეს.