დაგეგმილი აქციები და სააკაშვილის ფაქტორი ოპოზიციაში

სირცხვილის დერეფნები, როგორც პროტესტის გამოხატვის ფორმა ერთადერთი არ არის, რამაც ოპოზიციურ ერთობაში აზრთა სხვადასხვაობა და უთანხმოება გამოიწვია.

„მიშა, ჩამოდი“ – ამ შინაარსის პლაკატების გამოჩენა საკმარისი აღმოჩნდა, რომ ბათუმში მიმდინარე გუშინდელი აქცია დანარჩენი ოპოზიციური პარტიების ნაწილს დაეტოვებინა. „ნაციონალური მოძრაობის“ ცალკეული წევრები მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის ხაზგასმას ცდილობენ და მისი ჩამოსვლის მნიშვნელობაზე მიუთითებენ, რასაც დანარჩენი ოპოზიცია კატეგორიულად არ ეთანხმება. „თავად გადაწყვიტოს, ჩამოვა თუ არა ჩამოვა“, – ასეთია ოპოზიციური პარტიების გზავნილი. ამ ფონზე ყოველდღე ახალი მოწოდებები ისმის უკრაინიდან. ბოლო მიმართვაში სააკაშვილი მის ჩამოსვლაზე გადაწყვეტილების მიღებისკენ ამჯერად მხარდამჭერებს მოუწოდებს.