ინაუგურაციის ცერემონიის პარალელურად, თელავში საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს გაერთიანებული ოპოზიცია.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, თელავის მერიის უარყოფითი პასუხის მიუხედავად, ისინი არ გეგმავენ აქციის ადგილის შეცვლას. როგორც გაერთიანებულ ოპოზიიაში აცხადებენ, მათ შეარჩიეს ისეთი ადგილი, რომელიც ხელს არ შეუშლის ინაუგურაციის ცერემონიას და აქციას ექნება ორგანიზებული სახე.
ინაუგურაციის დღეს პრობლემებს არ ელოდება პარლამენტის თავმჯდომარე, თუმცა ირაკლი კობახიძე აცხაებს, რომ პროვოკაციები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა.