სერბეთისა და კოსოვოს გამყოფ ხაზზე არსებული დაძაბული ვითარება ამ დროისთვის განმუხტულია.
მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა სროლისა და განგაშის მანიშნებელი სირენების ხმა. მიზეზი კოსოვოს ხელისუფლების გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც პირველი აგვისტოდან კოსოვოში შესვლის მსურველ სერბებს ახალი დოკუმენტაციისა და მანქანის სანომრე ნიშნების აღება დაავალდებულა. ამ ნაბიჯს კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრები სერბების უკმაყოფილება მოჰყვა. მათ გამყოფ ხაზთან ბარიკადები მოაწყვეს. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ საჭირო გახდა კოსოვოში მყოფი ნატოს ძალები მზადყოფნაში მოყვანა. მოგვიანებით, პრიშტინაში თქვეს, რომ ახალი წესების ამოქმედება ერთი თვით, პირველ სექტემბრამდე გადაიდო. დასავლეთში ამ გადაწყვეტილებას მიესალმნენ, თუმცა მოსკოვში განაცხადეს, რომ დაძაბულობის ესკალაციის საფრთხე არ მოხსნილა.