ახლო აღმოსავლეთში დაძაბული ვითარება მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია.
ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის შემდეგი რანის საჰაერო სივრცე უცნობმა საჰაერო ობიექტებმა დაარღვიეს. ირანის ქალაქ ისპაჰანში აფეთქებების ხმა გაისმა. ინციდენტის გამო ირანის ხელისუფლებამ თეირანის, ისპაჰანის და შირაზის საჰაერო სივრცეში ფრენები დროებით შეზღუდა. ისრაელი ირანზე თავდასხმას ოფიციალურად არ ადასტურებს. ისპაჰანში დიდი საჰაერო ბაზა, რაკეტების წარმოების ძირითადი კომპლექსი და რამდენიმე ბირთვული ობიექტია განთავსებული. საერთაშორისო ატომური სააგენტოს ინფორმაციით, ირანში არცერთი ბირთვული ობიექტი არ დაზიანებულა.