ახლო აღმოსავლეთი ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზეა. ისრაელი ირანის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის ემზადება. ირანში აცხადებენ, რომ თავდასხმას უპასუხებენ და ომისთვის მზად არიან, თუმცა დაძაბულობა არ სურს. ირანის ხელისუფლება მოუწოდებს მეზობელ ქვეყნებს, არ დაუშვან საკუთარი ტერიტორიის გამოყენება ირანზე თავდასხმისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ირანი საპასუხო ზომებს მიიღებს. პარალელურად, ისრაელის სამხედრო ავიაცია და სახმელეთო ძალები ლიბანში ოპერაციას აგრძელებენ. გასული წლის შემდეგ ლიბანში მსხვერპლის რიცხვი 2 000, დაშავებულების კი 10 000-ს აჭარბებს. ისრაელის არმიის ოპერაცია მიმდინარეობს ღაზის სექტორშიც.