ისრაელის ავიაცია ბიერუთზე იერიშებს განაგრძობს. ამჯერად სამიზნე ლიბანის დედაქალაქის ცენტრალური ნაწილი გახდა. დაიღუპა 6 ადამიანი. თელ ავივში აცხადებენ, რომ მათი სამიზნე ირანის მხარდაჭერილი დაჯგუფება „ჰეზბოლას“ კუთვნილი ობიექტებია. ისრაელი ასევე განაგრძობს სახმელეთო ოპერაციას ლიბანის სამხრეთში. ისრაელში ასევე იმუქრებიან ირანის საჰაერო იერიშზე საპასუხო ნაბიჯებით, თუმცა როდის და რა სახის პასუხი იქნება, ეს უცნობია. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე შესაძლო დარტყმებს. ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე ასევე იმსჯელეს გაერო-ს უშიშროების საბჭოზეც.
ლევან ახალაია დეტალებით.