სამხედრო კონფლიქტი სულ უფრო მწვავდება ახლო აღმოსავლეთში. ჰასან ნასრალას მკვლელობის შემდეგ, რასაც წინ ბეირუთში ისრაელის ძალების თავდასხმა უძღოდა, ისრაელი გაჩერებას არ აპირებს. ბოლო საათების განმავლობაში განხორციელებულ რამდენიმე შეტევას 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, სამი ადამიანია გარდაცვლილი ლიბანის სამხრეთ რეგიონშიც. ახლა მთავარი კითხვა ასეთია – რას მოიმოქმედებს საპასუხოდ „ჰეზბოლა“, რომელსაც მხარს ირანი უჭერს. გაერო-ში ირანის ელჩმა უშიშროების საბჭოს სახელზე უკვე წერილიც გააგზავნა, სადაც საბჭოს წევრებს შეკრებისა და მომხდარზე მსჯელობისკენ დაუყოვნებლივ მოუწოდებს.