ლიბანური მედიის ცნობით, ისრაელის მხრიდან ბოლო რამდენიმე საათში განხორციელებულ თავდასხმებს სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ხოლო კიდევ ცხრა ბექაას ხეობაში, რაც „ჰეზბოლას“ დასაყრდენია ლიბანის ჩრდილო-აღმოსავლეთში. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, სამი ადამიანი დაიღუპა ლიბანის სამხრეთით მდებარე ქალაქ ანკუონში. ცნობისთვის, გასულ ღამეს ისრაელმა „ჰეზბოლას“ცენტრალურ შტაბ-ბინაზე იერიში მიიტანა. შედეგად ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა.