მუზეუმის თანამშრომლების მოთხოვნა

ზუგდიდის დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომლები ხელფასების გაზრდას ითხოვენ. მათ კულტურის სამინისტროსა და პრემიერ-მინისტრს მიმართეს. თანამშრომლების თქმით, ექსკურსიამძღოლის ხელფასი 244-330 ლარს შეადგენს. თუკი 10 დღის ვადაში მათ კონკრეტული პასუხი არ ექნებათ, ხელფასების მატების საკითხზე ისინი მასშტაბურ საპროტესტო აქციებს გამართავენ. თანამშრომლები დღეს მუზეუმის შესასვლელთან შეიკრიბნენ და მიმართვა იქედან გაავრცელეს.