დაჭრილი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა

დაჭრილი პატიმრის, გურამ სვანიძის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. მას თავის არეში გამჭოლი ჭრილობა და ტვინის ტოტალური დაზიანება აქვს. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, საქმეში სახალხო დამცველის აპარატი ჩაერთო. სწორედ მათგან გაიგო ოჯახმა, რომ პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. მათ სურთ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ. ამასთან გურამ სვანიძის ახლობლები გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და ვიდეო მასალის სრულად გავრცელებას ითხოვენ. აქვე შეგახსენებთ, რომ ოჯახის წევრებს მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა გუშინ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გააცნო, რის შემდეგაც მათ დაადასტურეს, რომ პატიმარმა დაზიანება თავად მიიყენა, თუმცა საბადრაგო სამსახურს ოჯახი გულგრილობაში ადანაშაულებს.