საქართველოში პირველად აღინიშნა დაჭრილ-დაშავებული სამხედროების დღე. თარიღი საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, გასულ წელს დაწესდა. დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს ეს დღე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კელი დეგნანმა და თავდაცვის მინისტრმა მიულოცეს. ღონისძიების ფარგლებში მედლით, „საბრძოლო იარისთვის“ 22 დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა.