ბათუმში, სანაპიროზე სამი მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის 2001 წელს დაბადებული მამაკაცია. გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზინაების მუხლით მიმდინარეობს.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ნაწილში ჭრილობები აზერბაიჯანის სამ მოქალაქეს აქვს მიყენებული. დაშავებულები ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებიან. არსებული ინფორმაციით, ორის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის კი – შედარებით მძიმე.