ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბარსელონის მიმართულებით დანიშნული რეისი დღეს აფრენიდან რამდენიმე წუთში ქუთაისის აეროპორტში დაბრუნდა.
მალევე გაირკვა, რომ ამის მიზეზი ხომალდის ბორტზე სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა გახდა. თვითმფრინავს უკვე თითქმის დატოვებული ჰქონდა საქართველოს საჰაერო სივრცე, როდესაც ქუთაისში საგანგებო რეჟიმში მოუწია დაბრუნება.
დასრულდა თუ არა შესაბამისი შემოწმება და როდის შეძლებენ მგზავრები დანიშნულების ადგილამდე ჩასვლას, – ირმა ჭოლაძე დეტალებით.