სერიოზული პრობლემა, რომელიც სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში ადგილობრივები მიწათმოქმედებას აქტიურად მისდევენ, თუმცა მათთვის მთავარი პრობლემა სარწყავი წყალი და იმ არხის დაბინძურებაა, რომლითაც მას იღებენ. პრობლემას ხედავს ადგილობრივი ხელისუფლებაც. მოქალაქეებმა მისი მოგვარება საკუთარი ძალებით სცადეს, თუმცა მასშტაბიდან გამომდინარე ის ჯერ ვერ აღმოფხვრეს.