დაბა სურამში ფიცრის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დაბა სურამში, წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტის – ფიცრის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

მძღოლმა ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინა, რომელიც სოციალური ჭრის მიზნით, მესტიის მუნიციპალიტეტში იყო გაცემული და რეგიონის  საზღვრებს გარეთ, ხე-ტყის ტრანსპორტირებას  კრძალავდა.

ავტომანქანა დაილუქა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.