დაბა აგარის საჯარო სკოლაში პროფესიული განათლების პროგრამები ხორციელდება
ევროკავშირის ხელშეწყობით დაბა აგარის საჯარო სკოლაში პროფესიული განათლების პროგრამები ხორციელდება.
მომზადება-გადამზადების კურსები ელექტრიკოსის, ზეინკალ-სანტექნიკოსისა და შემდუღებლის პროფესიებში ღიაა როგორც მე-10, მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის, ასევე ზრდასრულთათვის, რომელთაც სურთ პროფესიული უნარების გაუმჯობესება ან ახალი პროფესიის შეძენა.
სწავლება უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სახელოსნოებში თანამედროვე მოდულების გამოყენებით მიმდინარეობს.