დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ არცერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა. როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. დღევანდელ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საზოგადოებას კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ბოლო ინფორმაცია მიაწოდა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს.
თამარ ნადარეიშვილი დეტალებით.