„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ერთი თვის წინ გაგზავნილ წერილს მერია დღეს პასუხობს.
თბილისის მერი ოპონენტებს საპროტესტო აქციის გამართვაზე ნებართვას აძლევს, თუმცა იქვე აფრთხილებს და მიუთითებს, რომ ყოფილი მმართველი პარტია დესტაბილიზაციისთვის ემზადება.
დედაქალაქის მთავრობაში შეტანილი წერილის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობა“ აქციის მოწყობას 19, 20 ან 21 ოქტომბერს გეგმავდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ გეგმა შეიცვალა.