ახალი ალიანსის მოლოდინი ოპოზიციურ ფლანგზე.
დიდი ალბათობით, მომავალ კვირას ნიკა მელია საკუთარი პარტიის პრეზენტაციას გამართავს. „ნაციონალური მოძრაობიდან“ პროტესტით წამოსული ყოფილი თავმჯდომარის მომავალ პოლიტიკურ პარტნიორებს შორის ნიკა გვარამია და ყოფილი თანაპარტიელი ხატია დეკანოიძე მოიაზრებიან. მელიას გუნდი ახალი სახეების წარდგენასაც აანონსებს. გათვლა მესამე პოლიტიკური ძალის შექმნაზე და კოალიციურ მთავრობაზეა. რამდენად სწორი გათვლა აღმოჩნდება „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირების სტრატეგია და აქვთ თუ არა ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიიდან სხვადასხვა დროს წასულ ლიდერებსა და მათ მხარდამჭერებს ალტერნატიული ცენტრის ფორმირების და დიდი ელექტორალური მხარდაჭერის მოპოვების რესურსი – მომავალი ალიანსის შანსებს ოპოზიციის ნაწილიც სკეპტიკურად უყურებს. დიდი ოპოზიციური გაერთიანების ფორმირება ვერ მოხერხდა, პარტიების ნაწილს დამოუკიდებელი და თან ამბიციური საარჩევნო გეგმები აქვთ.
თეონა ხუბულავა გვეტყვის, რა კონფიგურციებით და ფორმებით იბრძოლებს ოპოზიციური სპექტრი საპარლამენტო არჩევნებში.