8 ნოემბერს დაგეგმილ პრემიერას საპატრიარქოც ეწინააღმდეგება.
მართლმადიდებელი ეკლესია „ლგბტ პლიუს“ თემაზე გადაღებული ფილმის ჩვენებას დაუშვებლად მიიჩნევს, თუმცა ძალადობასაც გმობს. რეალურ საფრთხეებს პროგნოზირებენ ცალკეული სასულიერო პირებიც, რომლებმაც თბილისის და ბათუმის კინო-თეატრებს დაგეგმილი პრემიერის გაუქმებისკენ მოუწოდეს. რადიკალური ზომებით იმუქრებიან და ფილმის ჩვენების ჩაშლას აანონსებენ ბიზნესმენი ლევან ვასაძე და „ქართული მარშის“ ლიდერები. მოწოდებების მიუხედავად, კინო-თეატრები საპრემიერო ჩვენების პროგრამიდან ამოღებას არ აპირებენ. თავის მხრივ, კანონის ფარგლებში ყველა მხარის უფლების დაცვის პირობას დებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც კონკრეტულ ლოკაციებზე პრევენციული ზომების მიღება უკვე დაიწყო.